თავში

კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ჩინეთი კვლავ უარყოფს, რომ COVID-19 ჩინეთში წარმოიშვა და მისი წარმომავლობის დასადგენად დამატებით კვლევებს აწარმოებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდში, ჩინური სახელმწიფო მედია ინტენსიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმპორტირებულ გაყინულ საკვებ პროდუქტებში COVID-19 აღმოაჩინეს, რაც იმაზე მოწმობს, რომ დაავადება, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრამდე ჩინეთის საზღვრებს გარეთ წარმოიშვა. 

გასულ კვირას, გამოცემა People's Daily-მა "ფეისბუქის" პოსტში განაცხადა, რომ ”ყველა არსებული მტკიცებულება იმაზე მიანიშნებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ცენტრალური ქალაქი ვუჰანიდან არ დაწყებულა”.

”ვუჰანი იყო ის ადგილი, სადაც კორონავირუსი პირველად აღმოაჩინეს, მაგრამ ეს არ არის ის ადგილი სადაც დაავადება წარმოიშვა”, - განაცხადა ძენგ განმა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილმა ეპიდემიოლოგმა. 

ჩინელმა მეცნიერებმა ასევე სტატია გამოაქვეყნეს სამედიცინო გამოცემა Lancet-ში. სტატიის ავტორის მტკიცებით, ”ვუჰანი არ არის ის ადგილი, სადაც პირველად Sars-CoV-2 ის ტრანსმისია პირველად მოხდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა, შესაძლოა, ინდოეთში დაფიქსირებულიყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, ”ძალიან სპეკულაციური” იქნებოდა იმის მტკიცება, რომ დაავადება ჩინეთში არ წარმოშობილა.

ჯანმო-ს გუნდი მალე ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წამოშობის დასადგენად მუშაობას შეუდგება. COVID-19-ის წარმოშობის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი პანდემიის თავიდან ასაცილებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system