თავში

კორონავირუსის წყარო: ღამურა თუ ლაბორატორია?

კორონავირუსის წყარო: ღამურა თუ ლაბორატორია?
კორონავირუსის წყარო: ღამურა თუ ლაბორატორია?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერების განცხადებით, ვირუსი Covid-19 ღამურისგან მოდის და მისი გავრცელება კატებსა და მღრღნელებში შესაძლებელია. განცხადება იქიდან გამომდინარე გაკეთდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვირუსის წარმომავლობის შესახებ კამათი არ წყდება.

ახალი კორონავირუსი იმ ვირუსთა კატეგორიაში იმყოფება, რომელიც ღამურებისგან გავრცელდა, თუმცა ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელი ცხოველი გახდა გადამტანი ადამიანზე. ამის შესახებ ჯანმო-ს ექსპერტი პიტერ ბენ ემბარეკი საუბრობს.

დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვირუსის გავრცელების წყაროდ ვუჰანში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორია დაასახელა. 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვუჰანის ბაზარი ახალო კორონავირუსის გავრცელების პირველი კერა იყო. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა.

"ბაზარი რაღაც როლს ნამდვილად თამაშობდა, ან როგორც აფეთქების წყარო, ან მისი გავრცელების დროს. თუმცა ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, იყო თუ არა ის აფეთქების წყარო", - განაცხადა მან.

ემბარეკი არ გამორიცხავს, რომ ინფექციის შეტანა ბაზარში რომელიმე მყიდველს ან გამყიდველს შეეძლო, იქიდან კი ახალი კორონავირუსი მოსახლეობაში გავრცელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system