თავში

კორონავირუსისგან 6 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან 6 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან 6 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6 მილიონს აჭარბებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID-19–სგან  6 065 541 ადამიანი განიკურნა. პანდემიის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 530 800-ს აჭარბებს. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 11,2 მილიონს აღემატება.

საერთო ჯამში, კორონავირუსი გამოვლენილია 200-ზე მეტ ქვეყანაში. ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც 2,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს-ს აჭარბებს. მესამე ადგილზეა რუსეთი - ინფიცირების 674 000-ზე მეტი შემთხვევით. 

ინფიცირებულთა მაჩვენებლით, პირველ ათეულში შედის, ასევე, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, პერუ, ჩილე, ესპანეთი, იტალია და მექსიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system