თავში

კორონავირუსით დაავადებულია 30600, დაღუპულია 633 ადამიანი

​კორონავირუსით დაავადებულია
კორონავირუსით დაავადებულია 30600, დაღუპულია 633 ადამიანი

ახალი კორონავირუსით, 2019-nCoV-ით დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში უკვე 30600-ზე მეტია. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 633-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 1400-ზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში კარანტინში 186000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან საბრძოლველად 9,65 მილიარდი დოლარი გამოყო. გაწეულ სამუშაოებზე უკვე დაიხარჯა 4,08 მილიარდი დოლარი. ეს თანხა განკუთვნილია კორონავირუსთან საბრძოლველად, ახალი ვაქცინის შესაქმნელად სამეცნიერო სამუშაოებისთვის და ქვეყანაში სასიცოცხლოდ აუცილებელი მარაგის შესავსებად.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით საუბრისას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. ჩინეთის ლიდერი თქმით, მისი სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად.

კორონავირუსი უკვე კარგა ხანია გასცდა ჩინეთის საზღვრებს. სამხრეთ კორეაში ვირუსით დაავადების კიდევ ერთი ახალი, მე-14 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებული ვუჰანიდან ევაკუირებული 24 წლის ახალგაზრდაა. ვუჰანიდან ევაკუირებული 368 ადამიანი ასანში, დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

კორონავირუსის შემთხვევა დაუდგინდა საკრუიზო გემის Diamond Princessის 41-ე მგზავრს. ეს იაპონიაში კორონავირუსით დაავადების 61 -ე შემთხვევაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system