თავში

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 42638 მიაღწია, დაღუპულია 1016 ადამიანი

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 42638 მიაღწია, დაღუპულია 1016 ადა
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 42638 მიაღწია, დაღუპულია 1016 ადამიანი

ჩინეთში კორონავირუს 2019-nCoV-ით დაღუპულთა რიცხვი ერთ ღამეში 108-ით გაიზარდა და 1016 მიაღწია. ამ დროისთვის დაინფიცირებულია 42638 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 4000 პაციენტმა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა აშშ-ის სან-დიეგოს ოლქში. ამერიკაში სულ 399 ადამიანი შემოწმდა ვირუსზე და აქედან 13 შემთხვევა დადასტურდა. 318 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. 68 ადამიანი შედეგების პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

რაც შეეხება კორონავირუსს, ხალხი ფიქრობს, რომ ის აპრილში სიცხეების გამო დასრულდება. სიცხე კლავს ამ ტიპის ვირუსს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით კარგი მდგომარეობა აქვს.

ჩინეთში კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა. ექსპერტები ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრაზე მიიღეს.

იმ ფონზე, როდესაც ჩინეთში ერთ დღეში კრონავირუსით გარდაცვალების პიკი დაფიქსირდა, ქვეყანა ნელ-ნელა ცდილობს, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მოქალაქეებმა დღეს დილიდან საწარმოებსა და ოფისებში დაბრუნება დაიწყეს. კორონავირუსის აფეთქების გამო ჩინეთში სამუშაო გრაფიკთან, სახლიდან გასვლასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკევული შეზღუდვები მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system