თავში

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 74185 მიაღწია, გარდაიცვალა 2004 ადამიანი

​კორონავირუსით დაავადებულთა
კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 74185 მიაღწია, გარდაიცვალა 2004 ადამიანი

ჩინეთის 31 პროვინციის მონაცემებზე დაყრდნობით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი გამოუვლინდა 74 185 პაციენტს, მათგან 11977 მძიმე მდგომარეობაშია. გარდაიცვალა 2004 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს 14300 ადამიანი.

გასულ დღე-ღამეში ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 1749 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 136 ადამიანი, მათ შორის 132 - ვირუსის ეპიცენტრ ვუჰანში.

ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 70 წლის მამაკაცი, რომელსაც დაავადება 14 თებერვალს გამოუვლინდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. მამაკაცს დიაბეტი აწუხებდა და თირკმელების პრობლემები ჰქონდა. როდესაც მას კორონავირუსი დაუდგინდა, იგი უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მისი გარაჩენა ვერ შეძლეს.

მამაკაცი იმავე კლინიკაში მკურნალობდა, სადაც 4 თებერვალს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესზე“ კი კარანტინი დასრულდა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ლაინერზე მყოფი პირები, რომლებსაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური შედეგები ექნებათ და ვირუსის სიმპტომებს არ გამოამჟღავნებენ, ლაინერს დატოვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system