
ჩინეთში იზრდება ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 3042-ს მიაღწია. დაინფიცირებულია 80552 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 53726-მა პაციენტმა.
ბოლო ერთ დღე-ღამეში დაიღუპა 30 ადამიანი. 1681 გამოჯანმრთელებული გაწერეს საავადმყოფოდან.
ჩინეთის შემდეგ, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ერთ-ერთ რთულ ქვეყნად ისევ სამხრეთ კორეა რჩება. დაინფიცირებულთა რიცხვმა აქ 6 000-ს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 518 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, ქვეყანაში დაინფიცირებულია 6 284 ადამიანი. დაღუპულთა რიცხვმა 42-ს მიაღწია.