თავში

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2700-ს გადააჭარბა

​კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2700-ს გადააჭარბა
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2700-ს გადააჭარბა

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირებულია 78000 და გარდაიცვალა 2715 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა 29700 პაციენტმა.

განახლებული მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით სიკვდილიანობა 3,47% შეადგენს. ერთი დღით ადრე ის ოდნავ მცირე - 3,42% იყო.

სამხრეთ კორეამ, რომელიც კორონავირუსით (COVID-19) დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა, ინფიცირების კიდევ 169 ახალი შემთხვევა დაადასტურა.  კორონავირუსი კემპ-კეროლის ამერიკული სამხედრო ბაზის ჯარისკაცს დაუდგინეს. 23 წლის სამხედრო მოსამსახურე კარანტინში მოათავსეს.

იტალიაში კორონავირუსს უკვე 11 ადამიანი ემსხვერპლა, 322 ინფიცირებულია.

ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 7 შემთხვევაა გამოვლენილი.

გერმანიაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

ახალი ტიპის ვირუსი დიდი ხანია გასცდა ჩინეთის საზღვრებს და მოიცვა ბევრი ქვეყანა. ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი შემთხვევები ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში აღინიშნება. მსოფლიო თანამეგობრობა ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობს. აშშ-ი საბრძოლველად 2 მილიარდ დოლარს გამოყოფს, საიდანაც 1 მილიარდი ვაქცინის შექმნაზე დაიხარჯება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system