თავში

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2744-ს მიაღწია

​კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2744-ს მიაღწია
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2744-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო მონაცემებით ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებულია 78497 ადამიანი. დაიღუპა 2744 და გამოჯანმრთელდა 32495 ადამიანი.

ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირების 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 26 ადამიანი.

ევროპის დაინფიცირებული ქვეყნების რიცხვს ნორვეგიაც შეემატა. ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული პირი ერთი კვირის წინ დაბრუნდა ნორვეგიაში ჩინეთიდან, თუმცა დაავადების სიმპტომები მაშინ არ აღენიშნებოდა.

აშშ-ში, კალიფორნიაში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს პაციენტს , რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებულ ქვეყნებში მოგზაურობის, ან დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის ისტორია არ ჰქონია.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ქვეყანამ ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად და მისი გავრცელების აღსაკვეთად, მეთოდების ადაპტაცია უნდა მოახდინოს. აშშ-ი დამატებით იმდენ თანხას გამოყოფს, რამდენიც ვითარების შესაბამისად გახდება საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ ვირუსთან საბრძოლველად 2,5 მილიარდის გამოყოფა უკვე მოითხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კორონავირუსს.

აიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ“,-აღნიშნა ტრამპმა პრესკონფერეციაზე, რომელიც კორონავირუსის საკითხს მიეძღვნა.

ამათან, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ის იზიარებს ექიმების აზრს, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ყველაზე უარესი შემთხვევისთვის“.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 453-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 130-ით არის გაზრდილი. იტალიაში გარდაცვლილია 12 ადამიანი, სამი გამოჯანმრთელდა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 1595-ს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system