თავში

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს მიაღწია

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს მიაღწია
კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 000-ს მიაღწია

ჩინეთში, 31 პროვინციის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა 80 270 ადამიანი. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 27 433 ადამიანი, მათგან 6416 მძიმე მდგომარეობაშია. დაიღუპა 2 981 და გამოჯანმრთელდა 49 856 პაციენტი.

ბოლო ერთ დღე-ღამეში ჩინეთში დაინფიცირების 119 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 38 პაციენტი, მათ შორის 37 - ჰუბეის პროვინციაში. საავადმყოფოდან გაწერეს 2652 პაციენტი.

იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ათასს აღწევს. ბოლო ერთ ღამეში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი ამ დროისთვის გამოვლენილია ქვეყნის თითქმის ნახევარ პრეფექტურებში. COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყნის დასავლეთით, იამაგურის პრეფექტურაშიც. ვითარება ყველაზე რთული კისევ უნძულ ჰოკადოზეა. იქ დაინფიცირების 79 შემთხვევაა გამოვლენილი. პრეფექტურებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, მარტის შუა რიცხვებამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი სამხრეთ კორეაშიც, რომელიც, ჩინეთის შემდეგ, ირანთან და იტალიასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე დაინფიცირებულ ქვეყანათა რიცხვშია. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 5 328-ს მიაღწია. ეს ციფრი ბოლო ერთ დღე-ღამეში 516-ით გაიზარდა. ვირუსის გავრცელების განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ, სასწავლო დაწესებულებებში კარანტინი კიდევ ორი კვირით - 23 მარტამდე გადაავადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system