თავში

კორონავირუსით გაერო-ს 111 თანამშრომელია ინფიცირებული

კორონავირუსით გაერო-ს 111 თანამშრომელია ინფიცირებული
კორონავირუსით გაერო-ს 111 თანამშრომელია ინფიცირებული

გაერო-ს 111 თანამშრომელი ახალი ტიპის კორონავირუსით არის ინფიცირებული, მათ შორის 23 ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში. ინფექციას ემსხვერპლა ორგანიზაციის ერთი თანამშრომელი. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. 

შეგახსენებთ, ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით
გაერიანებული ერების ორგანიზაციის 78 თანამშრომელი იყო დაინფიცირებული.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების, გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეადგინა, რათა ღარიბ ქვეყნებს კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system