თავში

კორონავირუსით გარდაიცვალა 1113 ადამიანი, დაინფიცირებულია 44600

​კორონავირუსით გარდაიცვალა 1113 ადამიანი, დაინფიცირებულია 44600
კორონავირუსით გარდაიცვალა 1113 ადამიანი, დაინფიცირებულია 44600

ჩინეთში იზრდება კორონავირუსით როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 1113 და ვირუსი დაუდგინდა 44600 მოქალაქეს. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ამ დროისთვის განიკურნა და კლინიკა დატოვა 4740 ადამიანმა.

კორონავირუსი აღმოაჩნდა იაპონიის საკრუიზო ხომალდ Diamond Princess-ს კიდევ 34 მგზავრს და საკარანტინო სამსახურის ერთ თანამშრომელს. გემი იოკოჰამას პორტთან ორკვირიან კარანტინში დგას, რომელიც 19 თებერვალს დასრულდება. მთლიანობაში ახალი ტიპის კორონავირუსი გემის 175 მგზავრს დაუდგინდა. ისინი მკუნრალობას კანაგავას პრეფექტურის საავადმყოფოში გადიან. 4 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.   

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს ჩინეთიდან, რომელიც მანამდე 2019-nCoV სახელით იყო ცნობილი, ახალი სახელწოდება დაარქვა. ამიერიდან ვირუსს COVID-19 ეწოდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპების თანახმად, სახელწოდება არ უნდა აღნიშნავდეს გეოგრაფიულ მდებარეობას, ცხოველს, ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, ამასთან ადვილად წარმოთქმადი და დაავადებასთან დაკავშირებული უნდა იყოს.

სახელწოდება COVID-19 სიტყვების: Corona Virus Disease-ის (დაავადება, რომელსაც კორონავირუსი იწვევს) შემოკლებით არის მიღებული და ვირუსის გაჩენის თარიღს აღნიშნავს (2019 წელი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system