თავში

კორონავირუსით გარდაიცვალა 1868 ადამიანი, დაინფიცირებულია 72400

​კორონავირუსით გარდაიცვალა 1868 ადამიანი, დაინფიცირებულია 72400
კორონავირუსით გარდაიცვალა 1868 ადამიანი, დაინფიცირებულია 72400

ჩინეთში იზრდება კორონავირუსით როგორც დაინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო მონაცემებით გარდაიცვალა 1868 და ვირუსი დაუდგინდა 72400 მოქალაქეს. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის განიკურნა და კლინიკა დატოვა 12500 ადამიანმა.

ბოლო 24 საათში ვირუსს 98 ადამიანი ემსხვერპლა, 1701 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს, ხოლო 1886 ადამიანი დაინფიცირდა.

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰუბეის რეგიონში ფიქსირდება. აქ 1789 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ პაციენტების 80 პროცენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს და გამოჯანმრთელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system