თავში

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 56-მდე გაიზარდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა  56-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ჩინეთში უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით, დაავადებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. 

ქალაქი ვუჰანი, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, ჩაკეტილია. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მძიმე საშიშროების წინაშეა, რადგან ვირუსის გავრცელების ტემპი სწრაფია. 

დაავადებების შემთხვევები გამოვლინდა ჩინეთის საზღვრებს მიღმაც. 

კორონავირუსი დაფიქსირებულია ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, საფრანგეთში, აშშ-ში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, მაკაოში, ავსტრალიაში, საუდის არაბეთსა და სინგაპურში.

პეკინში დაკეტილია ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ასევე 16 ქალაქში 46 მილიონამდე ადამიანს გადაადგილება შეეზღუდა, ჩინური ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები კი გადაიდო. შანხაიში დაიკეტა კინოთეატრები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system