თავში

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება - განახლებულია

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება - განახლებულია
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება - განახლებულია

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1369 შეადგინა. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილია ინფიცირების 15 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გახდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 60 350-მდეა გაზრდილი.

ასევე, ამ დროისთვის, გამოჯანმრთელდა 6 ათასზე მეტი პაციენტი.

---

12:26

ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. 13 თებერვალს COVID-19-ით 242 ადამიანი დაიღუპა. ეს. ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში გარდაცვალების ყველაზე მაღალი შემთხვევაა.

კიდევ ერთი ანტირეკორდი - დღეში 103 ადამიანის გარდაცვალება - 10 თებერვალს დაფიქსირდა. ჰუბეიში ასევე გაიზრდა დაინფიცირებულთა რაოდენობა და მან 14840-ს მიაღწია.

ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსს 1367 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი 59 ათას 804-ს შეადგენს, 5911 გამოჯანმრთელდა.

---

09:58

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც დეკემბრის დასაწყისში ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდა, დაინფიცირებულთა რიცხვმა 48200-ს მიაღწია, დაღუპულია 1310 და გამოჯანმრთელდა 3441 ადამიანი.

შედარებით შემცირებულია სიკვდილიანობის ტენდენცია. ბოლო მონაცემებით ის 2,7%-ს შეადგენს, ერთი დღით ადრე კი 3,3%-ი იყო.

ლონდონში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, დიდი ბრიტანეთში დაინფიცირებულია 9 ადამიანი. ისინი სპეციალიზირებულ კლინიკაში, იზოლირებულად, მკურნალობის კურსს გადიან.

კორონავირუსი აღმოაჩნდა იაპონიის საკრუიზო ხომალდ Diamond Princess-ს კიდევ 44 მგზავრს და ეკიპაჟის ერთ წევრს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით, გემზე მყოფი 218 ადამიანი დაავადდა. Diamond Princess-ზე კარანტინი 19 თებერვალს დასრულდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მას კიდევ გაახანგრძლივებენ. იაპონიის ხელისუფლებამ ხომალდზე მყოფ ხანშიშესულ მგზავრებს, რომელთაც დიაბეტი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აწუხებთ, გემის დატოვების ნება მისცა. მათ ყველა საჭირო ანალიზს აუღებენ და ექიმების კონტროლის ქვეშ იქნებიან. 

კორონავირუსის საფრთხის გამო, ბარსელონაში გაუქმდა მსოფლიო მობილური კონგრესი, რომელიც ბარსელონაში ყოველწლიურად 2006 წლიდან ტარდება და მობილური ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბურ გამოფენას წარმოადგენს. ღონისძიება 24-27 თებერვალს იყო დაგეგმილი. ყოველწლიურად მას 200-მდე ქვეყნიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი ესწრება.

ჰონგ-კონგში კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system