თავში

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3119-მდე გაიზარდა

​კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3119-მდე გაიზარდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3119-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო ერთ დღე-ღამეში 22-ით გაიზარდა და 3119-ს მიაღწია, გამოვლინდა 40 ახალი შემთხვევა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 80735-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს 1535 პაციენტი. მთლიანობაში, დღიდან COVID-19-ის გავრცელებისა, ვირუსისგან განიკურნა 58600 ადამიანი.

სამხრეთ კორეაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების 248 ახალი შეემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 7382-ს მიაღწია. გარდაცვლილია 51 ადამიანი. ვირუსისგან განიკურნა 166 პაციენტი, ამათგან 51-მა ბოლო 24 საათში დატოვა კლინიკა. 17458 ადამიანი ტესტის შედეგებს ელოდება.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება აშშ-შიც. ბოლო მონაცემებით დაავადებულთა რიცხვმა 512-ს მიაღწია. მათ შორის არიან ვუჰანიდან და იაპონური საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-დან ევაკუირებული აშშ-ის მოქალაქეები. 21 დაინფიცირებული ადამიანი კიდევ ერთ საკრუიზო ლაინერ Grand Princess-ზე იმყოფება, რომელიც ოკლენდის პორტშია გაჩერებული. მთლიანობაში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები, აშშ-ის 33 შტატში გამოვლინდა. დაიღუპა 21 ადამიანი. ამათგან 18 შემთხვევა ვაშინგტონში, 2 ფლორიდასა და 1 კალიფორნიაში დაფიქსირდა.

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი 2 შემთხვევა გამოვლინდა ალბანეთში. დაავადებულები იტალიიდან დაბრუნებული მამა-შვილია. ოფიციალური მონაცემებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტებს რაიმე გართულება არ აღენიშნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system