თავში

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2943-ს მიაღწია

​კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2943-ს მიაღწია
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2943-ს მიაღწია

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 80 151-მდე გაიზარდა. ახალი ტიპის ვირუსი დაფიქსირებულია ქვეყნის 31 პროვინციაში. გარდაცვლილია 2943 და გამოჯანმრთელდა 47024 ადამიანი. ბოლო ერთ დღე-ღამეში, ჩინეთში, კროონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 და საავადმყოფოდან გაწერეს 1742 გამოჯანმრთელებული ადამიანი.

ახალი ტიპის კორონავირუსი საზღვრებს აფართოებს. ამ დროის მონაცემებით ის, ჩინეთის გარდა, 64 ქვეყანაშია დაფიქსირებული. მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით, ჩინეთის გამოკლებით, ვირუსი აქვს 8774 ადამიანს. გარდაცვლილთა რიცხვმა 128-ს მიაღწია, აქედან 24 ადამიანი ბოლო ერთ დღე-ღამეში დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system