თავში

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

​კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტში განაცხადეს.

იტალიაში დაავადებულთა რიცხვი 2502-მდე გაიზარდა, დაიღუპა 79 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 160 ადამიანი.

შვეიცარიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 37 შეადგინა.

ბელარუსში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი კლებულობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

"ჯამში მთელს მსოფლიოში 90 893 ახალი შემთხვევა და 3110 გარდაცვალებაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების 129 შემთხვევა დადასტურდა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია", - განაცხადა მან. 

გებრეისუსის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,4% შეადგენს, სეზონური გრიპის შემთხვევაში კი ის 1%-ზე ნაკლებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system