თავში

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება - განახლებულია

​კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება - განახლებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სულ მცირე 130-ია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომლის ინფორმაციით კორონავირუსი ქვეყნის 13 შტატში ფიქსირდება.

გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 262-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტში განაცხადეს. 

ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. სამი შემთხვევიდან, რომელიც დღეს დადასტურდა, ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის ორი წევრია და კიდევ ერთი ქალი.

ეკვადორში დაავადებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. COVID-19 დაუდგინდა იმ პაციენტის 4 ნათესავს, რომლის ტესტმა რამდენიმე დღის წინ დადებითი შედეგი აჩვენა. 

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 257-მდე გაიზარდა, დაღუპულია 4 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის სანიტარულ სააგენტოში Sante Publique განაცხადეს.

ჩილეში COVID-19-ის მეორე შემთხვევა დადასტურდა. 33 წლის პაციენტი პირველი ინფიცირებულის ნათესავია. ისინი სინგაპურსა და ესპანეთში მოგზაურობდნენ. 

შვედეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურ ოფისში განაცხადეს.

რუმინეთში კორონავირუსის მე-5 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული 16 წლის მოზარდია, რომლის ოჯახის ერთ წევრს მანამდე COVID-19 დაუდგინდა.

ნიდერლანდებში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. 

ფარერის კუნძულებზე კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ავტონიმიურ რეგიონში, რომელიც დანიის შემადგენლობაში შედის, COVID-19 დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც თებერვლის ბოლოს პარიზში კონფერენციას ესწრებოდა.

საბერძნეთში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დადასტურდა. მამაკაცი მანამდე ისრაელსა და ეგვიპტეს სტუმრობდა. 

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 2922 შეადგინა, გარდაცვლილია 92, გამოჯანმრთელდა 552 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს COVID-19 9 ადამიანს დაუდასტურდა.

ავსტრიაში დაავადებულთა რიცხვი 27 ადამიანს შეადგიენს.

მალაიზიაში COVID-19-ით ამჟამად 50 ადამიანია ინფიცირებული, 22 განიკურნა და საავადმყოფოდან გაეწერა.

ბელარუსში ამ დროისთვის კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული.

ინდოეთში 28 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 16 იტალიის მოქალაქეა. 

იაპონიაში ინფიცირებულთა რიცხვი 1015-მდე გაიზარდა. უმეტესი ნაწილი, 706 ადამიანი, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის მგზავრი და ეკიპაჟის წევრია.

იტალიაში კორონავირუსით 2502 ადამიანია დაინფიცირებული, 79 გარდაიცვალა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლები და უნივერსიტეტები ორი კვირით დაიხურება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system