თავში

კორონავირუსმა "ევროვიზიას" დაარტყა

​კორონავირუსმა "ევროვიზიას" დაარტყა
კორონავირუსმა ევროვიზიას დაარტყა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეხვედრა "ევროვიზიის" (EBU) მონაწილე ქვეყნების დელეგატებთან არ გაიმართება. EBU-ს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კავშირმა სხვა მუშაკებს მოგზაურობა აუკრძალა.

როტერდამში ჩასვლაზე უარი მანამდე შვედეთისა და ისრაელის წარმომადგენლებმა განაცხადეს. შეხვედრა ქალაქში, რომელიც წელს "ევროვიზიას" მასპინძლობს, 9 მარტს იგეგმებოდა.

"ევროვიზიის" ორგანიზატორები კორონავირუსის აფეთქების გამო კონკურსის თარიღის გადაწევას ან გაუქმებას განიხილავენ. შესაძლოა, წელს "ევროვიზია" ონლაინ-ფორმატით ჩატარდეს.

"ევროვიზია 2020-ზე" საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე კონკურსში, რომელიც 2020 წლის 12, 14 და 16 მაისს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში, Ahoy Arena-ზე გაიმართება, მონაწილეობას 41 ქვეყანა მიიღებს.

2020 წელს ევროვიზიის სლოგანი "Open up" იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system