თავში

კორონავირუსს აშშ-ს პირველი მოქალაქე ემსხვერპლა

კორონავირუსს აშშ-ს პირველი მოქალაქე ემსხვერპლა
კორონავირუსს აშშ-ს პირველი მოქალაქე ემსხვერპლა

აშშ-ს მოქალაქე ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს საელჩო ავრცელებს. ის პირველი ამერიკელია, რომელიც აღნიშნულმა ვირუსმა იმსხვერპლა. 

 60 წლის მამაკაცი ჯინიანტანის საავადმყოფოში დაიღუპა, რომელიც ვუჰანის პროვინციაში მდებარეობს. 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების 3 399 შეთხვევა და გარდაცვალების 86 ფაქტი დაფიქსირდა. 

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის განცხადებით, ამ დრომდე ინფექციით გარდაცვლილია 722 ადამიანი. შემთხვევების უმეტესობა ჰუბეის პროვინციაზე მოდის, სადაც ქალაქი ვუჰანი მდებარეობს.

ამ დრომდე, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 2 050 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system