თავში

კორონავირუსზე ძლიერი იმუნიტეტი მეორე აცრიდან 7 დღეში გამომუშავდება

​კორონავირუსზე ძლიერი
კორონავირუსზე ძლიერი იმუნიტეტი მეორე აცრიდან 7 დღეში გამომუშავდება

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს MHRA-ისდირექტორის, ჯუნ რეინის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამტკიცება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდა. რაც შეეხება მის ეფექტურობას, ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 12 დღეში ადამიანის ორგანიზმში ნაწილობრივი იმუნიტეტი, ხოლო მეორე დოზის მიღებიდან 7 დღეში კი ძლიერი იმუნიტეტი გამომუშავდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

იქონია, თუ არა ბრექსითმა გავლენა ვაქცინის სწრაფად დამტკიცებაზე, მას შმდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის და მის ბიუროკრატიულ რეგულაციებს აღარ ექვემდებარება. ჯუნ რეინის განცხადებით, მარეგულირებელმა ორგანომ ევროპული კანონმდებლობით იხელმძღვანელა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს. 

"რაც შეეხება ვაქცინასთან დაკავშირებულ სისწრაფესა და მიღწეულ წარმატებებს, ეს მთლიანად დამოკიდებული იყო კვლევის შედეგებსა და მონაცემებზე, ასევე იმ მკაცრ შეფასებებზე, რომლებიც დამოუკიდებელ რეკომენდაციებში იყო ასახული", განაცხადა ჯუნ რეინმა.

ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ MHRA-მა Pfizer-ისა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს დაამტკიცა. ქვეყანაში მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია მომავალი კვირიდან იწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system