თავში

კორსიკაში მიცვალებულთა ქალაქი აღმოაჩინეს - PHOTO

კორსიკაში მიცვალებულთა ქალაქი აღმოაჩინეს
კორსიკაში მიცვალებულთა ქალაქი აღმოაჩინეს - PHOTO

კორსიკის დასავლეთ სანაპიროზე, ფრანგულ ქალაქ ილ-რუსში არქეოლოგებმა მასშტაბურ სამარხს მიაგნეს. სამარხი ქალაქის ცენტრში, ეკლესიის უკან მდებარეობდა. ეს ადგილი "მიცვალებულთა ქალაქის" სახელით არის ცნობილი და ტურისტებისთვის მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

სპეციალისტებმა მიწის სიღრმეში 40 დიდი ზომის კერამიკული დოქს მიაგნეს, რომლებშიც გარდაცვლილთა ნეშტი იყო მოთავსებული. ქალაქი ილ-რუსი მე-18 საუკუნის შუა წლებით თარიღდება, თუმცა, გათხრებით დასტურდება, რომ მას ანტიკური ფესვები აქვს და ის დაახლოებით 6000 წლის წინ იყო დასახლებული.

"მიცვალებულთა ქალაქში" აღმოჩენილი ნეშტი მე-3 - მე-6 საუკუნეში გარდაცვლილ ადამიანებს ეკუთვნის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system