თავში

კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი გარდაიცვალა

​კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი გარდაიცვალა
კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი გარდაიცვალა

საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი, რომელიც პირველი ადამიანი იყო, ვინც ღია კოსმოსში გავიდა, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსეთის გაგარინის სახელობის კოსმონავტების მომზადების ცენტრში ადასტურებენ.

ალექსეი ლეონოვი რუსეთში, კემეროვოს ოლქში 1934 წლის 30 მაისს დაიბადა. 1960 წელს ის 20 კოსმონავტს შორის ღია კოსმოსში გასასვლელად შეარჩიეს. შორეულ კოსმოსში ის ”ვოსხოდ-2”-ის მისიით გაემგზავრა. 1965 წლის 18 მარტს ლეონოვი ხომალდიდან ღია კოსმოსში გავიდა. ეს გასვლა 12 წუთი და 9 წამი გაგრძელდა. გაფრენისათვის იგი დედამიწაზე 18 თვე ემზადებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system