თავში

კოსმოსში გაზრდილი სალათის ფურცელი დედამიწაზე მოყვანილის იდენტურია

კოსმოსში გაზრდილი სალათის ფურცელი
კოსმოსში გაზრდილი სალათის ფურცელი დედამიწაზე მოყვანილის იდენტურია

NASA-ს ასტრონავტებმა განაცხადეს, რომ კოსმოსში გაზრდილი სალათის ფოთოლი ისეთივე უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა, როგორც დედამიწაზე მოყვანილი.

ჟურნალში "Frontiers In Plant Science- ში" გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ კოსმოსში გაზრდილი სალათის შემადგენლობა, დედამიწაზე მოყვანილი ნიმუშებს ზუსტად ემთხვეოდა. ზოგი მცენარე კი შემადგენლობით უფრო მდიდარიც კი გაიზარდა და დედამიწაზე მოყვანილს ელემენტების სიმდიდრით აჯობა, მათ შორის კალიუმს, ნატრიუმს და თუთიას შემადგენლობით.

ექსპერიმენტის ფარგლებში, კოსმოსში მოიყვანეს ისეთი მცენარეები, რომლებიც კერამიკულ ქოთნებში, "LED" განათების ზემოქმედების ქვეშ 33 დან 56 დღის პერიოდში გაიზარდნენ. ასტრონავტები მცენარეებს წყალს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან აწვდიდნენ, რომელსაც სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ. მოყვანილი მოსავალი, საკვებადაც გამოიყენეს, ზოგიერთი მათგანი კი, გაყინეს და დედამიწაზე ანალიზებისთვის გამოგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური სალათის ფურცლებზე ბაქტერიების უფრო მაღალი დონე აღმოაჩინეს, კულტურებში არ დაფიქსირდა ისეთი საშიში ბაქტერიები, როგორიცაა "E.coli" ან "salmonella".

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კოსმოსში საკვების წარმოების შესაძლებლობა ხანგრძლივი მოგზაურობების დასაგეგმად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად ისეთი მისიისთვის, როგორიცაა მაგალითად NASA-ს მარსზე პირველი ჯგუფური მოგზაურობა, რომელიც მომავალ ათწლეულში იგეგმება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system