თავში

კოსმოსში სამი ახალი აფეთქება დაფიქსირდა

კოსმოსში სამი ახალი აფეთქება დაფიქსირდა
კოსმოსში სამი ახალი აფეთქება დაფიქსირდა

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპით კოსმოსში სამი ახალი სწრაფი რადიოაფეთქება აღმოაჩინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Xinhua იუწყება.

სამეცნიერო ჯგუფმა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის ხელმძღვანელობით  სამი ახალი აფეთქება ჩინეთის 500-მეტრიანი სფერული რადიოტელესკოპის (FAST) მონაცემთა გამოყენებით დააფიქსირა. 

კვლევის თანახმად, ახლახანს აღმოჩენილი აფეთქებები, FAST-ის მიერ 2020 წელს აღბეჭდილ პირველ აფეთქებებთან ერთად, მიანიშნებს, რომ დედამიწამდე ყოველდღიურად 120 000-მდე შესამჩნევი აფეთქება აღწევს. 

"მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით, ჩვენ ველოდებით FAST-ის ახალ აღმოჩენებს", - განაცხადა წამყვანმა მკვლევარმა.

FAST არის მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპი. ის სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის პროვინცია გუიჯოუში მდებარეობს. ოფიციალურად მუშაობა მან 2020 წლის 11 იანვარს დაიწყო.

"რადიოტელესკოპის ახალი აღმოჩენები ჯერ კიდევ უცნობი აფეთქებების წარმოშობის გარკვევას ხელს შეუწყობს", - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და ტელესკოპის მთავარმა სამეცნიერო მუშაკმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system