თავში

კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა გაქცევისას ექიმები დაკბინეს

კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა გაქცევისას ექიმები დაკბინეს
კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა გაქცევისას ექიმები დაკბინეს

იტალიაში, ნიგერიელი ემიგრანტები, რომლებიც ახალი ტიპის კორონავირუსით იყვნენ ჰოსპიტალიზებულები, სამხედრო საავადმყოფოდან გაქცევის მცდელობისას ექიმებს დაესხნენ თავს და დაკბინეს. ამის შესახებ განცხადებას იტალიის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ორი ნიგერიელი ქალი და მამაკაცი საავადმყოფოდან გაწერას ითხოვდნენ, მაგრამ ექიმებმა უარი თქვეს, რის შემდეგაც მათ საავადმყოფოდან გაქცევა სცადეს. ურთიერთდაპირისპირების დროს დაშავდნენ როგორც იტალიელი ექიმები, ასევე სამხედროები. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიგერიელების საქციელში აღშფოთება კიდევ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მათ გაქცევის დროს ერთი პაციენტი "ცოცხალ ფარად" გამოიყენეს.  

ინციდენტმა ფართო რეზონანსი გამოიწვია მემარჯვენე ოპოზიციონერების მხრიდან, რომელიც უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ იბრძვიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system