თავში

კოვიდის წინააღმდეგ ტრამპის გეგმას აშშ-ში "გულდასაწყვეტი" უწოდეს

კოვიდის წინააღმდეგ ტრამპის გეგმას აშშ-ში "გულდასაწყვეტი" უწოდეს
კოვიდის წინააღმდეგ ტრამპის გეგმას აშშ-ში გულდასაწყვეტი უწოდეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები ტრამპს კორონავირუსის წინააღმდეგ დაგეგმილ სტრატეგიულ გეგმას უწუნებენ.  სპიკერი ნენსი პელოსი, დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის  წევრი პეტი მიურეი და ენერგეტიკისა და კომერციული კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათ ტრამპის გეგმას "გულდასაწყვეტი" უწოდეს. 

”ეს იმედგამაცრუებელი ანგარიში ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ტესტირების ეროვნული სტრატეგია  არასაკმარისი ტესტების მარაგის უარყოფაზეა ორიენტირებული და პასუხისმგებლობის ტვირთის შტატებზე გადატანა სურთ. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება მკაფიო განმარტება, თუ რა კრიტერიუმების გათვალისწინებით დაისახეთ მიზნები, როგორ შესრულდება ისინი და რა უნდა გავაკეთოთ ამ გეგმის წარუმატებლობის შემთხვევაში. ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი ერის ტესტირების შესაძლებლობების გაფართოებაზე პასუხისმგებლობას ჯერ კიდევ არ იღებს და ამ ტვირთის შტატებზე გადამისამართება სურს. -, აღნიშნულია განცხადებაში. 


81 გვერდიანი ანგარიში კონგრეს კვირას საღამოს წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც შტატებს ევალებათ, რომ წლის ბოლომდე მიიღონ 100 მილიონი ტესტი და შემდეგ  მათი დისტრიბუცია უზრუნველყონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system