თავში

კოვიდვაქცინებზე იდეოლოგიურ განცხადებებს ერიდეთ - რომის პაპი

​კოვიდვაქცინებზე იდეოლოგიურ განცხადებებს ერიდეთ - რომის პაპი
კოვიდვაქცინებზე იდეოლოგიურ განცხადებებს ერიდეთ - რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ანტივაქცინაციის "უსაფუძვლო" კამპანია დაგმო და იმუნიზაციის ეროვნულ კამპანიებს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჩვენ მივხვდით, რომ იმ ადგილებში, სადაც ეფექტური ვაქცინაციის კამპანია ტარდებოდა, დაავადების მძიმე შედეგების რისკი შემცირდა.

ვაქცინები ჯადოსნური განკურნების საშუალება არ არის, მაგრამ ისინი, უდავოდ ყველაზე ჭკვიანური გამოსავალია დაავადების პრევენციისთვის, გარდა სხვა სამკურნალო საშუალებებისა, რომლებიც უნდა შემუშავდეს", - განაცხადა რომის პაპმა.

ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსისადმი ექვსგვერდიანი მიმართვის დაახლოებით მეხუთედი ფრანცისკემ პანდემიას მიუძღვნა და გააფრთხილა ყველა, ვაქცინაციის შესახებ "იდეოლოგიური განცხადებები" არ გაეკეთებინათ.

რომის პაპმა ხაზი გაუსვა, რომ "ჯანმრთელობა მორალური ვალდებულებაა".

სრულად აცრილმა რომის პაპმა, მოუწოდა ყველას, "მიაღწიონ მოსახლეობის კეთილდღეობას პრევენციისა და იმუნიზაციის გზით". ასევე გაიმეორა თავისი მოწოდება ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინების თანაბარი განაწილების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system