
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მასშტაბური ხანძარია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.
ხანძრის ქრობის ოპერაციაში 100-მდე მეხანძრეა და 29 სახანძრო მანქანაა ჩართული. პროცესში ორი ვერტმფრენიც მონაწილეობს.
ქარის გავრცელებას ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი, რომლის გამოც ალი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.