თავში

კრის ჰემსუორთი ავსტრალიის ხანძართან ბრძოლისთვის მილიონ დოლარს გადარიცხავს

​კრის ჰემსუორთი ავსტრალიის ხანძართან ბრძოლისთვის მილიონ დოლარს
კრის ჰემსუორთი ავსტრალიის ხანძართან ბრძოლისთვის მილიონ დოლარს გადარიცხავს

მსახიობი კრის ჰემსუორთი აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი ავსტრალიის ხანძრებთან ბრძოლის მიზნით ერთ მილიონ დოლარს გადარიცხავენ. გარდა ამისა, თანხა ცეცხლისგან დაზარალებულ ოჯახებსა და ცხოველებს მოხმარდება.

მსახიობმა საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც მოუწოდა თავის ფანებს, ერთად დაეხმარონ ავსტრალიას.

წარმოშობით ავსტრალიელმა ჰემსუორთმა ინსტაგრამზე ბმულები გამოაქვეყნა, რომელთა დახმარებით შესაძლებელია საქველმოქმედო ორგანიზაციებში თანხის გადარიცხვა.

"ყველა პენის მნიშვნელობა აქვს", - წერს მსახიობი.

ავსტრალიაში ხანძრების შედეგად 2000 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს. საგანგებო სიტუაციებისა და სახანძრო სამსახური ვითარების გაუარესებისთვის ემზადებიან.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დღეს ავსტრალიაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, რამაც შესაძლოა, ხანძრების გაძლიერება გამოიწვიოს.

ამასობაში, ავსტრალიის ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილმა კვამლმა არგენტინამდე და ჩილემდე მიაღწია. ავსტრალიის ტყის ხანძრები გასული წლის ნოემბრიდან გრძელდება.

თანამგზავრის მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ კვამლმა ჩილეს სამხრეთი და ცენტრალური ნაწილები მოიცვა. როგორც ქვეყნის მეტეოროლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, მოსახლეობა სუნს ვერ გრძნობს, ვინაიდან კვამლი ძალიან მაღლა არის.

არგენტინის ნაციონალურმა მეტეოროლოგიურმა სააგენტომ კვამლის გამოჩენის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system