თავში

კრის ჰემსვორთი ადასტურებს, რომ ჰალკ ჰოგანის როლს შეასრულებს

​კრის ჰემსვორთი ადასტურებს, რომ ჰალკ ჰოგანის როლს შეასრულებს
კრის ჰემსვორთი ადასტურებს, რომ ჰალკ ჰოგანის როლს შეასრულებს

მსახიობი კრის ჰემსვორთი ადასტურებს, რომ ბიოგრაფიულ სურათში ცნობილი ამერიკელი რესლერის, ტერი ჯინ ბოლეას, იგივე ჰალკ ჰოგანის როლს შეასრულებს. ამის შესახებ ჟურნალი NME წერს.

"მე მომიწევს გავხდე ქერათმიანი, სავარაუდოდ, გამელოტების პირას მყოფი და ულვაშებიანი", - ამბობს ჰემსვორთი.

მსახიობი ამბობს, რომ ფიზიკური დატვირთვისთვის მეტი დროის დათმობა მოუწევს. მან სხეულზე იმაზე მეტად უნდა იმუშავოს, ვიდრე ამას "ტორის" ფილმისთვის აკეთებდა.

ამასთან, კრის ჰემსვორთი ამბობს, რომ სცენარი ჯერ არ უნახავს.

ფილმის რეჟისორი რეჟისორი ტოდ ფილიპსი იქნება, რომელიც მანამდე "ჯოკერზე" მუშაობდა.

ახალი ფილმი ჰალკ ჰოგანის ახალგაზრდობის წლებზე იქნება, როდესაც 70-იან წლებში ის კარიერის აღმავლობის გზას დაადგა. ფილმში აქცენტი არა პირად ამბებსა და სკანდალებზე, არამედ 70-80-იანი წლების სპორტულ ცხოვრებაზე იქნება გაკეთებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system