თავში

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს
კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს..

ერიქსენმა კლინიკის დატოვების შემდეგ თანაგუნდელები მოინახულა და მათ წარმატებები უსურვა. 

„მადლობა ყველას გამხნევებისთვის. ამ ყველაფრის მოსმენა და ნახვა წარმოუდგენელი იყო. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს და მათ რუსეთის წინააღმდეგ მატჩში სახლიდან ვუქომაგებ“, - განაცხადა ერიქსენმა.

შეგახსენებთ,12 ივნისს, "ევრო 2020"-ის რიგით მე-3 მატჩში, დანია - ფინეთს თამაშზე, პირველი ტაიმის მიწურულს მოულოდნელი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე უგონოდ დაეცა.

შეწყვეტილი თამაშის დროს, ფინეთის ნაკრების გულშემატკივარი დანიელ ფეხბურთელს ამხნევებდა - მოდენაზე შეკრებილი ფინელი გულშემატკივარი ყვიროდა - "კრისტიან!" ხოლო დანიელები პასუხობენ - "ერიკსენ!"

რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი ცოცხალია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფინეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც დანია-ფინეთის გუშინდელ მატჩს ესწრებოდნენ და შეუძლოდ მყოფ კრისტიან ერიქსენს მხარი დაუჭირეს, მადლობა გადაუხადა.

დანიელ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ 29 წლის ფეხბურთელისთვის კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩადგმა  გადაწყდა. კარდიოვერტერ დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system