თავში

კრისტინა აგილერა: მადონას კოცნა შოკი არ იყო

​კრისტინა აგილერა: მადონას კოცნა შოკი არ იყო
კრისტინა აგილერა: მადონას კოცნა შოკი არ იყო

რადიოსადგურ Apple Music-ის ეთერში, ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში ამერიკელმა მომღერალმა, კრისტინა აგილერამ პოპკულტურის დასამახსოვრებელ მომენტებზე ისაუბრა და 2003 წელს MTV Video Music Awards-ის ცერემონიაზე წარმოდგენილი პერფორმანსი გაიხსენა, როდესაც მან და ბრიტნი სპირსმა მადონას აკოცეს. ამის ესახებ The Daily Star-Journal წერს.

"ამის ხილვამ ხალხი შოკში ჩააგდო. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ მიფიქრია, რომ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე. უბრალოდ, ორმა ქალმა ერთმანეთს აკოცა - რა მოხდა? ახლაც არ მგონია, რომ ეს შოკისმომგვრელი იყო", -განაცხადა აგილერამ.

ამასთან, პოპვარსკვლავის თქმით, მადონამ მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

"მადონა, პირველ რიგში, საკუთარი თავის აქტუალურობის შენარჩუნების დედოფალია, რაც ჩემთვის დიდი ინსპირაციაა. ბავშვობაში მისი მოსმენის უფლებას არ მაძლევდნენ. როდესაც გავიზარდე, მოვუსმინე, მისი ვიდეოებიც ვნახე და აღმოვაჩინე, რომ მადონას ბევრი ჰქონდა სათქმელი", - განაცხადა აგილერამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system