თავში

კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

კუბის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ეროვნულმა ასამბლეამ ამ თანამდებობაზე მხარი ტურიზმის მინისტრს, მანუელ მარერო კრუსს დაუჭირა. ის ქვეყნის პირველი პრემიერ-მინისტრია 1976 წლის შემდეგ.

56 წკლის კრუსი ტურიზმის სამინისტროს 16 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მედიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში, კუნძულოვანი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ნაკადი.

მანუელ მარერო კრუსის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა წარუდგინა.

1959-1976 წლებში კუბის პრემიერმინისტრი ფიდელ კასტრო იყო. 1976 წელს ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რის შედეგადაც პრემიერმინისტრის პოსტი გაუქმდა და კასტრო მინისტრთა საბჭოსა და კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობა ქვეყანაში მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად აღდგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system