თავში

კუბაში მეტეორიტი ჩამოვარდა - VIDEO

კუბაში მეტეორიტი ჩამოვარდა - VIDEO
კუბაში მეტეორიტი ჩამოვარდა  - VIDEO

კუბის აღმოსავლეთით,  ქალაქ მოას მიმდებარე ტერიტორიაზე მეტეორიტი ჩამოვარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია  კუბის სეისმოლოგიურ დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 22:06 საათზე სეისმოლოგიურმა სადგურმა მოას ცაზე მეტეორი დააფიქსირა. რომელიც ატმოსფეროში შემოსვლის დროს აფეთქდა. 

თვითმხილველთა განცხადებით, მათ ცაში საშუალო სიდიდის ცეცხლოვანი ობიექტი დაინახეს.

სეისმოლოგიური სამსახურის განცხადებით, დარტყმითი ტალღები დაფიქსირდა, თუმცა მიწის ზედაპირზე მეტეორიტის კვალს ვერ მიაგნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system