თავში

კუბაზე კასტროების მმართველობა სრულდება - რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს

კუბაზე კასტროების მმართველობა სრულდება - რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს
კუბაზე კასტროების მმართველობა სრულდება - რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს

რაულ კასტრომ კუბის „კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კუბელი კომუნისტების გაზეთზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

მან პატიის მერვე ყრილობაზე დელეგატებს განუცხადა, რომ მიდის და ასპარეზს უთმობს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს, რომელიც "სავსეა ვნებით და ანტი-იმპერიალისტური სულისკვეთებით". 

რაულ კასტრო ბოლო 12 წელი მართავდა ქვეყანას. მისი თანამდებობიდან გადადგომით კუბაზე ძმებ კასტროების 60-წლიანი მმართველობა დასრულდა. რაულ კასტროს ივნისში 90 წელი შეუსრულდა. კომუნისტურ პარტიაში“ კასტროს ადგილს პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი დაიკავებს.

რაულ კასტრო 2000-იან წლებში ჩაუდგა სათავეში კუბას. მან ძმა ფიდელი ჩაანაცვლა. რაულ კასტროს საქმიანობასთან არის დაკავშირებული კუბის მსოფლიო ბაზარზე შესვლა. მის მიერ 1992-1996 წლებში მიღებული ეკონომიკური კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკის დეცენტრალიზაციის საფუძველი გახდა.

მისმა ძმამ, ფიდელ კასტრომ, რომელიც კუბას რევოლუციის შემდეგ მართავდა, სახელმწიფო თანამდებობები 2008 წელს დატოვა, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან კი 2011 წელს გადადგა. ფიდელ კასტრო 2016 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, კუბა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ქვეყანაში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა, რასაც კორონავირუსის პანდემია და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამკაცრებული ემბარგო ამძაფრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system