
ავსტრალიის შტატ კუინზლენდში ზღვის სანაპიროზე 60-წლამდე მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
კუინზლენდის პოლიციის თქმით, მამაკაცს ზვიგენმა ფეხის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ავსტრალიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ავსტრალიის წყლებში 2020 წელს ზვიგენების მიერ ადამიანზე თავდასხმის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
თეკო გიორგაძე
ავტორი