თავში

კუნძულ ლესბოსზე 1 დაიღუპა და 24 მიგრანტი გადაარჩინეს

​კუნძულ ლესბოსზე 1 დაიღუპა და 24 მიგრანტი გადაარჩინეს
კუნძულ ლესბოსზე 1 დაიღუპა და 24 მიგრანტი გადაარჩინეს

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კუნძულ ლესბოსთან, ეგეოსის ზღვაში ერთი დაღუპული იპოვა და 24 მიგრანტი გადაარჩინა. დევნილები თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას ცდილობდნენ. სანაპირო დაცვის სამსახური ამ დრომდე აგრძელებს ზღვაში დაკარგული კიდევ 3 მიგრანტის ძებნას.

ახლო აღმოსავლეთიდან და აზიიდან ომებს, სიღარიბესა და კონფლიქტებს გამოქცეული ადამიანები თურქეთიდან საბერძნეთის უახლოეს კუნძულამდე, ევროკავშირის ქვეყნებში მოსახვედრად, სახიფათო მარშრუტს გადიან .

თურქეთსა და ევროკავშირს შორის 2016 წელს გაფორმებული შეთანხმებით, მხოლოდ იმ დევნილების დეპორტაცია მოხდება, ვინც საბერძნეთში თავშესაფრის მიღებას ვერ შეძლებს. ამ შეთანხმებას საბერძნეთში დევნილთა ნაკადების ზრდა მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system