თავში

კუნძულ პალმაზე ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

​კუნძულ პალმაზე ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
კუნძულ პალმაზე ახალი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ესპანეთის კუნძულ პალმაზე, სადაც ვულკანი ამოფრქვევას განაგრძობს, ახალი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ესპანეთის ეროვნული გეოგრაფიული ინსტიტუტი (IGN) ავრცელებს.

მისი ცნობით, მაგნიტუდამ 4,8 შეადგინა.

მიწისქვეშა ბიძგები ვილია-დე-მასოსთან, 39 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამის შემდეგ, კუნძულზე, სულ მცირე, 24 აფტერშოკი მოხდა.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ცნობისთვის, კანარის კუნძულ პალმაზე ტოდოკეს მუნიციპალიტეტი ფერფლშია დამარხული.

დამწვარია 154 ჰექტარი მიწა, 300-ზე მეტი სახლი განადგურებულია.

საცხოვრებლის დატოვება 6 ათასამდე ადამიანს მოუწია.

კანარის ვულკანოლოგიის ინსტიტუტის პროგნოზით, ამოფრქვევა, შესაძლოა, 24-დან 84 დღემდე გაგრძელდეს.

პარლაზე ვულკანის ამოფრქვევისას ლავის სიმაღლე 12 მეტრს აღწევს.

ზარალმა €400 მილიონს უკვე გადააჭარბა.

მთელ საკურორტო ზონას განადგურება ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system