თავში

კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა
კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე, ძლიერი უამინდობით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ნუოროდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარე კომუნა ბიტიში მოხდა. კიდევ 2 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ხელისუფლება კუნძულის მცხოვრებლებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს.

ძლიერი წვიმა 26 ნოემბრის ღამით დაიწყო. სტიქიის შედეგად დაზიანდა სატელეფონო და ელექტროგადამცემი ხაზები.

სიცილიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაავრცელა შეტყობინება, რომ 28 ნოემბერს დილიდან, 24-30 საათის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ძლიერი, შტორმული ქარი და ჭექა-ქუხილი.

ცნობისთვის, 2013 წელს კუნძულ სარდინიაზე წყალდიდობას 19 ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system