თავში

კუნძულ ტენერიფეს მახლობლად მეტეორიტი ჩამოვარდა

კუნძულ ტენერიფეს მახლობლად მეტეორიტი ჩამოვარდა
კუნძულ ტენერიფეს მახლობლად მეტეორიტი ჩამოვარდა

ატლანტის ოკეანეში მდებარე კანარის არქიპელაგის კუნძულების მახლობლად, ტენერიფეს მიმდებარე ტერიტორიაზე მეტეორიტი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Diario de Avisos ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კოსმოსური სხეული 14 ივლისს ჩამოვარდა,  თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ დღეს გახდა. მეტეორიტის ჩამოვარდა ტენერიფეს კუნძულის მეცნიერებისა და კოსმოსის მუზეუმის კამერებმა დააფიქსირეს.  

ამ დროისათვის, ადგილობრივი ხელისუფლება მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილს ეძებს. წინასწარი ვარაუდით, ციური სხეულის დაცემის ადგილად იკოდ-დე-ლოს-ვინოსისა და ბუენავისტა დელ ნორტეს მიდამოებს მოიაზრებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system