თავში

აშშ-ში ქურდებმა გველებით სავსე ტომარა მოიპარეს

​აშშ-ში ქურდებმა გველებით სავსე ტომარა მოიპარეს
აშშ-ში ქურდებმა გველებით სავსე ტომარა მოიპარეს

ბრაიან განდი აშშ-ს შტატ კალიფორნიიდან ქვეწარმავლების და რეპტილიების დიდი თაყვანისმცემელია. მას სახლში რამდენიმე ასეთი სახეობა ჰყავს, თავისუფალ დღეს მათზე საჯარო ლექციებს კითხულობს.

სწორედ ამ მიზნით ის სან-ჰოსეს ბიბლიოთეკაში გამოცხადდა და საჩვენებლად სამი პითონი და ერთი ხვლიკი წამოიყვანა. ღონისძიების შემდეგ ბრაიანმა ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანა გადაწყვიტა და ქვეწარმავლები დროებით უყურადღებოდ დატოვა.

მათ წამოსაყვანად დაბრუნებულმა ბრაიანმა აღმოაჩინა, რომ ტომარა მოიპარეს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მათი ძებნა დაიწყეს და ორი პითონი მალევე იპოვეს. ქურდებმა ისინი ნაგვის კონტეინერში ჩააგდეს. კიდევ ერთი პითონის და ხვლიკის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბრაიანი მათ გაუჩინარებას ძალიან განიცდის და ყველას სთხოვს, ქვეწარმავლისა და რეპტილიის მოძებნაში დაეხმაროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system