
კურილის კუნძულების სანაპიროს მახლობლად 5.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ აშშ -ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.
მიწისძვრის ეპიცენტრი შიკოტანის კუნძულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კმ-ის დაშორებით, 48 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობს.
კუნძულებზე ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.
მსხვერპლის, ზარალის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.