თავში

ქურთებმა ერაყში აშშ-ის ბაზაზე დრონით შეტევა განახორციელეს

ქურთებმა ერაყში აშშ-ის ბაზაზე დრონით შეტევა განახორციელეს
ქურთებმა ერაყში აშშ-ის ბაზაზე დრონით შეტევა განახორციელეს

ქურთი ოფიციალური პირების განცხადებით, ერაყში, ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის დედაქალაქის - ერბილის აეროპორტის მახლობლად მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზასთან დრონით აფეთქება მოაწყვეს. ქურთული მხარე მსხვერპლის არსებობას უარყოფს.  ინფორმაცია Reuters ავრცელებს.

ერაყში განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე არა ერთი შეტევა განხორციელებულა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ტროტილით დატვირთული დრონის სამიზნე აშშ-ის სამხედრო ბაზა იყო.

ერბილის ამერიკული ბაზაზე შეტევამდე სარაკეტო იერიში ქალაქის დასავლეთით მდებარე თურქულ სამხედრო ბაზაზეც მოხდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით აფეთქებას ერთი სამხედრო ემსხვერპლა. რაკეტა ასევე თურქული ბაზის გვერდით მდებარე ამბოხებული ერაყელი შიიტების ბაზაზე ჩამოვარდა და ერთი პირი დაიღუპა. ერბილთან მდებარე აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო შეტევა მიმდინარე წლის თებერვალშიც მოხდა. მაშინ ერთი არაამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ერაყის შეიარაღებული დაჯგუფებები, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, ქვეყანაში აშშ-ისა და თურქეთის სამხედრო ძალების არსებობას აპროტესტებენ და მათ გაყვანას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system