თავში

ავსტრიის ფინანსთა მინისტრი გადადგა

ავსტრიის ფინანსთა მინისტრი გადადგა
ავსტრიის ფინანსთა მინისტრი გადადგა

ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა, გერნოტ ბლუმელმა, რომელიც რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის უახლოესი თანამოაზრეა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისი თქმით, მთელ დროს ის მეორე შვილს დაუთმობს, რომელიც ახლახან შეეძინა.

"სებასტიან კურცის საბოლოო გადადგომა ყველა პოლიტიკური პოსტიდან ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ბოლო დარტყმა იყო. პოლიტიკიდან წასვლა გადავწყვიტე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახისთვის", - განაცხადა ბლუმელმა მიმართვაში, რომელიც Facebook-ის პირად გვერდზე განათავსა.

ცნობისთვის, ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და ეროვნული პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. კურცმა ეს გადაწყვეტილება ვაჟის დაბადების შემდეგ მიიღო. პარტიის ლიდერი ლიდერი შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი უნდა გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system