თავში

ქუვეითი არავაქცინირებულებს ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს

​ქუვეითი არავაქცინირებულებს ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს
ქუვეითი არავაქცინირებულებს ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს

ქუვეითის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კურსი არ დაასრულეს, ქვეყნის დატოვება ეკრძალება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვრის გადალახვა 1 აგვისტოდან შეუძლია", - აღნიშნულია მასალაში.

ამასთან, ახალი რეგულაცია არ გავრცელდება არასრულწლოვნებზე და პირებზე, ვინც ვაქცინაციას სამედიცინო უკუჩვენებების გამო ვერ გადის და ფეხმძიმე ქალებს.

გარდა ამისა, ქვეყანაში შემომსვლელებისგან ხელისუფლება კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხსა და სიმპტომების დეტალურ მონიტორინგს სთხოვს.

"ყველა მოგზაური იძულებული იქნება, 7 დღე იზოლაციაში გაატაროს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ისინი ქუვეითის ტერიტორიაზე ტესტს ჩააბარებენ და პასუხი უარყოფითი იქნება", - აღნიშნავს Reuters.

სააგენტო დასძენს, რომ ამ ფონზე, ქვეყნის მთავრობამ კორონავირუსის მრავალი შეზღუდვა შეამსუბუქა და მხოლოდ მასობრივი შეკრებების აკრძალვას ტოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system