თავში

ქუვეითის ახალმა ემირმა პარლამენტში ფიცი დადო

​ქუვეითის ახალმა ემირმა პარლამენტში ფიცი დადო
ქუვეითის ახალმა ემირმა პარლამენტში ფიცი დადო

ქუვეითის ახალმა ემირმა ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰმა, ქვეყნის ახალი მმართველის რანგში, პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. მანმადე იგი ემირის მოვალეობას ასრულებდა.

83 წლის ტახტის მემკვიდრე ემირად გუშინ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ქუვეითის 91 წლის მმართველი საბაჰ ალ აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰი აშშ-ში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ხნის განმავლობაში მას სახელმწიფო მმართველის პოსტზე მისი ნახევარძმა და ტახტის მემკვიდრე ნავაფ ალ-აჰმედი ცვლიდა.

ქუვეითის კონსტიტუციის თანახმად, ტახტის მემკვიდრე, ქვეყნის ხელმძღვანელის გარდაცვალების შემდეგ, ემირი ავტომატურად ხდება, თუმცა, სრული ძალაუფლება მას მხოლოდ პარლამენტის წინაშე ფიცის დადების შემდეგ გადაეცემა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system