თავში

ქვეყნები, სადაც ისევ გამოცხადდა კარანტინი

​ქვეყნები, სადაც ისევ გამოცხადდა კარანტინი
ქვეყნები, სადაც ისევ გამოცხადდა კარანტინი

რამდენიმე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო, ისევ გამოცხადდა კარანტინი.

აშშ

აშშ-ის რამდენიმე შტატში ბოლო პერიოდში COVID-19-ის აფეთქებები შეინიშნება, რის გამოც, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, რიგი ზომები ისევ ამოქმედდა. კოლორადოში, არიზონასა და ფლორიდაში აკრძალულია ბარების, სპორტული და კულტურულ-გასართობი ცენტრების მუშაობა. შეზღუდვებია ხალხმრავალ შეკრებებზეც. კალიფორნიაში საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა პირბადის ტარება, ყველაზე მოწყვლად ოლქებში კი თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა. ივნისის ბოლოს ტეხასში გახანგრძლივდა ბარებისა და რესტორნების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვა. ამჟამად ეს შტატი აშშ-ის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია.

ირანი

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ ცალკეულ პროვინციებში შეზღუდვები გააფართოვა. ამის მიზეზი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის მკვეთრი ზრდა გახდა. საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა პირბადის ტარება.

ავსტრალია

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ავსტრალია ზომებს ისევ ამკაცრებს.

ისრაელი

ისრაელის მთავრობამ ისევ დახურა გასართობი და კულტურული ცენტრები, აუზები და ფიტნეს-ცენტრები, რესტორნებში 20 ადამიანზე მეტის განთავსება აკრძალულია.

დიდი ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთის ლენჩესტერში ვირუსის უსაფრთხოების რეჟიმი გამკაცრებულია. ქვეყანაში ისევ იხურება პაბები და რესტორნები.

ესპანეთი

ესპანეთის ორ პროვინციაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ლედირეს რეგიონში თვითიზოლაციაში 200 ათასი ადამიანი რჩება. გალისიას მოსახლეობას რეგიონის დატოვება მხოლოდ საპატიო მიზეზით შეუძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system