თავში

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

ქვეყნები, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო
ქვეყნები, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

ევროპის ბევრ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის დღიური შემთხვევების ზრდა უკვე აღინიშნება. სამედიცინო წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ეპიდემიის მეორე ტალღის დასაწყისია.

ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში. 

შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა ავსტრიაში. ბოლო 7 დღის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე უახლოვდება იმ მაჩვენებელს, რაც ქვეყანაში პიკის პერიოდში აღინიშნებოდა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, 17 სექტემბერს,  COVID-19-ის 3130 ახალი შემთხვევება გამოვლინდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.  

ესპანეთი, რომელიც პირველი ტალღის დროს სერიოზულად დაზარალდა, მეორე ტალღის წინაშეა. ამ კვირის ბოლო დღეებში ქვეყანაში 11 ათასზე მეტი შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც მარტის მონაცემებსაც კი აჭარბებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პიკის პერიოდთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთი–ექვსჯერ შემცირდა.

პირველ ტალღასთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა უნგრეთში, საბერძნეთში, სლოვაკეთსა და სლოვენიაში.

მაგალითად, უნგრეთში აპრილში, ახალი შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა  210-ს შეადგენდა, ახლა კი -  916-ს აღწევს.

საბერძნეთში, თუ მარტში  დღიური შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 156-ს აღწევდა, ახლა დღიური მაჩვენებელი 367-ს შეადგენს. 

საფრანგეთში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ხელახალი კარანტინი გამოაცხადა. 

მსოფლიოს მინიმუმ ოთხმა ქვეყანამ COVID-19 მეორე ტალღა ჯერ კიდევ აგვისტოში გადაიტანა. ასეთი ქვეყნებია: ავსტრალიაში, სერბეთი და იაპონია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system